მადაგასკარში ქარსის მომპოვებელ მაღაროში ათასობით არასრულწლოვანი მუშაობს

მადაგასკარში ქარსის მომპოვებელ მაღაროში ათასობით არასრულწლოვანი მუშაობს. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვები, მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობენ. ქარსის მომპოვებელ მაღაროში დაახლოებით 11 000 ბავშვი კანონის დარღვევით მუშაობს და ისინი მაღაროში დასაქმებული ადამიანების ნახევარზე მეტს შეადგენენ.

ამასთან, მათ ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აღენიშნებათ. არასამთავრობო ორგანიზაციები მადგასკარის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე გამოძიება და არასრულწლოვანთა უკანონო ექსპლუატაცია შეწყდეს. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ მინერალ ქარსს საღებავების დასამზადებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. მას განსაკუთრებით ფართო გამოყენება კოსმეტიკაში აქვს. მადაგასკარში მოპოვებული ქარსის 90% ექსპორტზე ჩინეთში გადის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა