აკაკი მინაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული „შეცვალეს“ წევრები მთავარ სამმართველოში მოინახულა

დაკავებები ამ ადამიანებს არ აჩერებს, პირიქით ზრდის მათ მოტივაციას, რომ გააგრძელონ ბრძოლა და ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანის მმართველად დიდი ხანი ვეღარ დარჩება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მან „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს“ 4 წევრი მოინახულა და როგორც აცხადებს, ისინი საკმაოდ მხნედ გრძნობენ თავს. აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, სასამართლო ხვალ იმსჯელებს, თუ რა ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება ამ ადამიანებს და არ გამორიცხავს, რომ მათ პატიმრობა შეუფარდონ.

"დააკავეს 4 ახალგაზრდა, ძალიან აქტიური ადამიანი, რომელიც გამოხატავდა პროტესტს ივანიშვილის წინააღმდეგ. დაკავებულები არიან აბსოლუტურად გაყალბებული ბრალდებებით, ხულიგნობაზე, ვითომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი ყალბია, ისევე როგორც მთელი ეს ხელისუფლება. ოთხივე არის ძალიან მხნედ, ისინი გააგრძელებენ საკუთარ აქტივობას, ბრძოლას საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. ეს სასამართლო არ არის მიუკერძოებელი, ამიტომ მოლოდინზე პროგნოზი რთულია, მაგრამ ეს დაკავებები ამ ადამიანებს არ აჩერებს, პირიქით ზრდის მათ მოტივაციას, რომ გააგრძელონ ბრძოლა და ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მმართველად დიდი ხანი ვეღარ დარჩება. დაკავებები ვნახეთ პირდაპირ ეთერში, ამ ადამიანებს აბრალებენ შეურაცხყოფას, თუმცა, ყველამ ნახა, რომ არავითარი გინება, შეურაცხყოფა არ ყოფილა. ეს არის არაძალადობრივი პროტესტი ქვეყნის მმართველის წინააღმდეგ, არავინ აპირებს ძალადობას და შეურაცხყოფას. ყველაფერი ეს არის გაყალბებული", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა