ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი არ აპირებს ნატოს წევრი გახდეს

სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და არ აპირებს, ნატოს ან „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრი გახდეს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„ქვეყანაზე, თავდაცვის ინდუსტრიაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება. არ ვაპირებთ პოზიციის შეცვლას, გავაგრძელებთ ბრძოლას სამხედრო ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად, რათა ჩვენი ტერიტორია და საჰაერო სივრცე დავიცვათ, დაზვერვა და კონტრდაზვერა გავაძლიეროთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამის განსახორციელებლად და სერბეთი კიდევ უფრო ძლიერი გახდება,“ - განაცხადა ვუჩიჩმა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა