სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის“ 81,000 ევროთი დააჯარიმა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის“ რუსეთს თავშესაფრის მაძიებელი ოთხი მოქალაქისთვის 81,000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების უფლება, რომლებიც მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თვეების განმავლობაში არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ.

გამოცემის ცნობით, ერაყის, პალესტინი, სირიისა და სომალის მოქალაქეებმა შერემეტიოვოს აეროპორტში თავშესაფრის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინში 22 თვე გაატარეს. მათ იატაკზე, მატრასებზე ეძინათ და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ მიწოდებული საგანგებო რაციონით იკვებებოდნენ. არ ჰქონდათ შხაპის მიღებისა და საკვების მომზადების საშუალება.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდათ თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.

სასამართლომ რუსეთს ერაყისა და სირიის მოქალაქეებისთვის 20-20 ათასი ევროს, სომალელი მოქალაქისთვის - 26 ათასი ევროს, ხოლო პალესტინელისთვის - 15 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა