ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისისთვის ბოქლომის დადებას დაპირისპირება მოჰყვა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს.

პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ოზურგეთში, თალაკვაძის ოფისთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დაახვედრეს, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

„დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, სუს-ი, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არ გვაძლევდნენ საშუალება, რომ ბიუროს ოფისისთვის ბოქლომი და ჯაჭვი დაგვედო. გვეტაკნენ, წაგვაქციეს, თუმცა საბოლოოდ, თალაკვაძის ოფისი მაინც დალუქულია. სტიკერები გავაკარით თვითონ მერიის შენობაზეც, სადაც თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული.

გვქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქვტივისტებთან. დაიწყეს შეურაცხყოფა, თუმცა დავუფიქსირეთ, რომ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და ვაპროტესტებთ გადაგდებას.

ვუთხარით, რომ კიდევ დავბრუნდებით. არ მოვასვენებთ. ყველგან, სადაც წავლენ, მივალთ და შევახსენებთ, რომ დანაპირები უნდა შეასრულონ და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით“, - განუცხადა „ინტერპესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარტია და მათი მხარდამჭერები დღეს ბოქლომის დადებას სხვა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებზეც გეგმავენ, მათ შორის თბილისში - მამუკა მდინარაძის, ზუგდიდში - მერაბ ქვარაიას, გორში - იოსებ მაკრახაძის, მცხეთაში - დიმიტრი ხუნდაძის და ქუთაისში - დიმიტრი მხეიძის ოფისებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო