კოლუმბია, მასშტაბური აქციების ფონზე, საზღვრებს დროებით კეტავს

კოლუმბია მასშტაბური საპროტესტო აქციების მოლოდინში საზღვრებს დროებით კეტავს. ქალაქ კალიში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქალაქის მერის ინფორმაციით, ვინც გამოცხადებული დროის განმავლობაში გარეთ აღმოჩნდება, დააპატიმრებენ.

რაც შეეხება საზღვრის ჩაკეტვას, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ქვეყანაში შესვლა ეკვადორიდან, პერუდან, ბრაზილიიდან და ვენესუელიდან შეუძლებელი იქნება.

მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს დააწესონ საგანგებო ზომები, მათ შორის კომენდანტის საათი, გადაადგილების შეზღუდვები და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. პროტესტანტები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო