ზვიად კუპრავა - პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები, სხვანაირი ბრძოლის ფრონტი შევქმნა

პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი, - ამის შესახებ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, ის სრულად იზიარებს აქციების იდეას.

„ზოგადად, აქცია არ იყო ძალადობრივი, იყო სრული სიმშვიდე დემონტრანტების მხრიდან, ამიტომ აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ კანონი ირღვეოდა რადგან პიკეტირება ხდებოდა, მაგრამ დაშლის პროცესში დემონსტრანტების მხრიდან არავითარი ძალის გამოყენება არ ყოფილა. წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო საჭირო. თავისუფლად შეიძლებოდა პარლამენტის ბიურო ჩატარებულიყო სხვაგან, მაგალითად, კაჭრეთში, არაფრის მომცემი ბიუროს ჩატარება სხვაგანაც იყო შესაძლებელი. თუმცა, კარგი იყო, რომ 20 ივნისი არ განმეორდა. პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი. სიტუაცია ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, ციხეში რომ შევედი, იყო ცუდი და რომ გამოვედი უფრო ცუდი დამხვდა. უნდა შემოვატრიალოთ ეს სიტუაცია, ასე გაგრძელება არ შეიძლება! სრულად ვიზიარებ აქციების იდეას. შევეცდები ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ნამდვილად რეჟიმად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე“, - განაცხადა კუპრავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა