ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათამდე გადაიდო

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო ოქრუაშვილის უფლებადამცველიც.

ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელშიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სხდომის გადადებას ითხოვდა და განმარტავდა, რომ მიეცეს გონივრული ვადა, რათა განსახილველი საქმის არსა და მის სტატუსში გაერკვეს.

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განმარტებით კი, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბმება, ვინაიდან მისთვის ცნობილია, თუ რა საქმეზე წარედგინა ბრალი.

ამასთან, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარეს მიმართა კითხვით, ეზღუდება თუ არა, ოქრუაშვილს ადვოკატთან კომუნიკაცია, რაზეც პროკურორმა განუცხადა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ადვოკატს ოქრუაშვილის მითითებით თავად დაუკავშირდნენ, მაგრამ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულთან ვერ შეთანხმდა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის 24-საათიანი ვადა დღეს, დაახლოებით, 16:41 საათზე იწურება. სხდომა 15:00 საათამდე გადაიდო.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს.

ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა