არჩილ თალაკვაძე - მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია

მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში რაიმე სახით იყოს დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, 2024 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ ერთი წლის წინ მიიღო და ეს კონსტიტუციაშია ასახული.

„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ, ვერ შეაგროვა საკმარისი ხმები, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთი წლის წინ მივიღეთ პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით 2024 წელს, რჩება და არის ჩაწერილი საქრათველოს კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, რომელიმე წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და ის კონსტიტუციაშია ასახული. ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს. მინდა, თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე სახით იყოს დესტაბილიზაცია. პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს. დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გაუადვილებს საკუთრების დარეგისტრირებას, ეს არის სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში განიხილება, ეს არის საქარველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასების ზრდა. გათვალისწინებული არის პენსიების ზრდა, მათ შორის, შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანი რესურსი გათვალისწინებულია დევნილებისთვის საცხოვრისების ასაშენებლად, ისევე, როგორც მსხვილი რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს. ამას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ და მივიღებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა