არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერატსა და კომიტეტებში ვაკანტურ თანამდებობეზე დასანიშნ პირთა ვინაობა არაუგვიანეს ორშაბათს გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის სპიკერატსა და კომიტეტებში ვაკანტურ თანამდებობეზე დასანიშნ პირთა ვინაობა არაუგვიანეს ორშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამოცდილი, პროგრესული ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც წინაურდებიან მნიშვნელოვან პოზიციებზე.

„თითქმის დასრულებულია პოლიტიკური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დანაკარგისა, რაც ჩვენმა გუნდმა განიცადა ამ კენჭისყრის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდენთ გუნდის გადაწყობას პარლამენტში. ამ დღეების განმავლობაში გვექნება უმრავლესობის სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას მედიას და საზოგადოებას გავაცნობთ. არაუგვიანეს ორშაბათისა გეცოდინებათ ყველა მნიშვნელოვან, ძირითად პოზიციაზე ის ადამიანები, რომელიც შევარჩიეთ.

გამოცდილი, პროგრესული ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც წინაურდებიან ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორც საგარეო პორტფელში, ასევე შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც ეხება განათლებას, და კიდევ რამდენიმე გადაადგილებაა, ისევე, როგორც სპიკერატში იქნება ახალი საკადრო გადაწყვეტილებები. ამ გადაადგილებებით ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისი მაქსიმალური წვლილი შეიტანოს პარლამენტის მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ ,რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის სამი კომიტეტის თავმჯდომარემ. შესაბამისად, ვაკანტურია განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები. ასევე პირველი ვიცე-სპიკერის პოსტი.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს