არჩილ თალაკვაძე დე ფაქტო КГБ-ს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე - სავარაუდოდ, ტექნიკურად მოსმენა მოხდებოდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ან წვდომა ექნებოდა რუსეთს

„ჩვენთვის, პირველ რიგში საინტერესოა ის ინფორმაცია, რომელსაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავად მოგვაწვდის გათავისუფლების შემდეგ“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას თუ საიდან ჰქონდა დე ფაქტო „კაგებეს“ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებზე წვდომა.

„ეს საკითხი არის შესწავლის საგანი. თუ იყო კონტაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მობილურ ტელეფონებზე, სავარაუდოდ, ტექნიკურად მოსმენა მოხდებოდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ან წვდომა ექნებოდა იმ სახელმწიფოს, რომელიც არის პასუხისმგებელი ოკუპაციაზე, რუსეთის ფედერაციას. ყველა შემთხვევაში უკანონო მოსმენა დანაშაულია. ჩვენთვის ახლა მთავარი პრიორიტეტია ექიმის გათავისუფლება და როდესაც ის გათავისუფლდება, შემდეგ უკვე გარემოებებზე დეტალურად იქნება შეფასებები გაკეთებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით ქართულ მხარეს აქვს კომუნიკაცია ყველა ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში და საზოგადოებაც და ხელისუფლებაც არის გაერთიანებული, რომ დროულად მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება პატიმრობიდან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა