„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე” - ამ ლოზუნგით 24 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება

„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე”-ამ ლოზუნგით 24 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და პროფესიული კავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინზე განაცხადა, აქციას შეუერთდებიან გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი” და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013” .

ნაცვლიშვილის თქმით, ისინი დააფიქსირებენ, რომ არ სურთ რიგგარეშე არჩევნები და მოითხოვენ პროპორციულ არჩევნებს.

აქცია კვირას, 15:00 საათზე, ფილარმონიის წინ გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა