ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის მიერ კატალონიის სეპარატიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის კატალონიის მოვლენებში მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას EL PAÍS აქვეყნებს. დახურული გამოძიება იკვლევს ელიტარული რუსული სამხედრო ჯგუფის, სახელად „დანაყოფი 09155“-ის მონაწილეობას სეპარატისტული მოძრაობების მოქმედებებში. მედიის ცნობით, აღნიშნული დანაყოფის სახელი ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ სხვა დესტაბილიზაციებსაც უკავშირდება. სწორად ამ ჯგუფს უკავშირდება ე.წ. სკრიპალის საქმე და მონტენეგროში გადატრიალების მცდელობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი და მისი ჯაშუშები ეჭვმიტანილნი იქნენ კატალონიის სეპარატისტულ მოძრაობაზე გავლენის მოხდენაში. თებერვალში, საგამოძიებო ვებსაიტზე Bellingcat, რუსი საიდუმლო სამსახურის რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც წარმოდეგნილი იყო GRU-ს აგენტების კავშირები და მათი ბარსელონაში ვიზიტების დეტალები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა