სერგო რატიანი - პოლიცია იცავს მოძალადეებს, ამ დღეში ჩააგდო ივანიშვილმა მთელი სახელმწიფო

პოლიცია იცავს მოძალადეებს, ამ დღეში ჩააგდო ივანიშვილმა მთელი სახელმწიფო,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან განაცხდა, სადაც „ევროპული საქართველოს” წევრები ბოქლომის დასადებად მივიდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც „ევროპული საქართველოს” ლიდერებმა ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს და ტერიტორია დატოვეს.

„აქ დაგვხვდნენ აგრესიული „ზონდერები“, რომლებიც მოიწევდნენ და ხელით შეხებასაც ჰქონდა ადგილი. პოლიცია იცავს მათ და არა სხვებს, პოლიცია იცავს მოძალადეებს, ამ დღეში ჩააგდო ივანიშვილმა სახელმწიფო. ბოქლომები უკვე დადებულია და მთელი ინსტიტუციები უკვე დახურა ფაქტობრივად ივანიშვილმა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ დავადოთ ბოქლომები ამ უსაქმური საზოგადოების და მატყუარების ოფისებს“,- განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო