გია ჟორჟოლიანი - შეგნებულად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობაა“ და თუ არ იქნება „ოცნება“, მაშინ რევანშისტულად განწყობილი „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება

შეგნებულად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში არის მხოლოდ ორი პოლიტიკური მხარე - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და თუ არ იქნება „ოცნება“, მაშინ ხელისუფლებაში დაბრუნდება რევანშისტულად განწყობილი „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, ეს ვითარება ბლოკავს ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიას ქვეყნის განვითარების საკითხებზე.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს შეცვალოს არსებული პოლიტიკური ვითარება, შექმნას შესაძლებლობა რეალური ცვლილებებისთვის ქვეყნის ცხოვრებაში.

„ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“, ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მეტიც, ამ სისტემის ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტი ითვალისწინებდა რეგიონულ წარმომადგენლობას და დეპუტატების ბმას ადგილობრივ ინტერესებთან. რამდენიმე დღის წინ კვლავ მივმართეთ უმრავლესობას, მაგრამ უშედეგოდ. ის, რომ ჩვენი ვარიანტი არ გახდა სერიოზული განხილვის საგანი, მიუთითებს საკითხის განხილვის კონიუქტურულ, დემოკრატიისთვის საზიანო ხასიათზე.

განსხვავებით „ქართული ოცნებისა“ და იმ პარტიებისგან, ვინც ქუჩის აქციებს მართავს, ჩვენ „სოციალ-დემოკრატები“ არ ვიბრძვით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ხელისუფლების მორიგი ცვლილებისათვის ან უბრალოდ პარლამენტში მოხვედრისთვის. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში ნამდვილი რევოლუციური ცვლილებების განხორციელებისთვის. ამ ცვლილებების განხორციელებისთვის არ გვჭირდება არეულობა - გვჭირდება უმრავლესობა, ვინც ჩვენს მიზნებს გაიზიარებს.

თქვენი მხარდაჭერით მზად ვართ შევცვალოთ ხელისუფლება ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში და განვახორციელოთ ისეთი რეფორმები, რომელიც ქვეყანას რეალურად განავითარებს”,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის განცხადებით, 25 ნოემბერს, 16:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პარტია ხედვებს წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო