არჩილ თალაკვაძე „ამერიკის ხმის" სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ ნატო-სთან და პარტნიორებთან უპირობოდ სრულდება“

ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ ნატო-სთან და ჩვენს პარტნიორებთან უპირობოდ სრულდება. შესაბამისად, ველოდებით იმ მომენტს, როდესაც საქართველოს ნატო-ში მიღება მოხდება,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა,რითაც "ამერიკის ხმის" ქართული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სათაურით - „საქართველოს მთავრობაში ნატო-ზე ენთუზიაზმა მოიკლო“.

არჩილ თალაკვძის თქმით, აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება.

„საქართველო დღეს ყველა სტანდარტით ნატო-სთან თავსებადია. საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში იმყოფება. მისი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არის მისაღები. ჩვენ ერთად ვქმნით მომენტს,როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება შესაძლებელი. ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არის მისაღები ნატო-ს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. არსებობს ნატო-ს ოფიციალური შეფასების ანგარიშები, სადაც საქართველოს პროგრესი სათანადოდ არის შეფასებული. საქართველოში წელს ჩატარდა ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები, სადაც 3 ათასზე მეტი ნატო-ს ჯარისკაცი მონაწილეობდა. ესეც ნიშნავს, რომ ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ ნატო-სთან და ჩვენს პარტნიორებთან უპირობოდ სრულდება. შესაბამისად, ველოდებიით იმ მომენტს ,როდესაც საქართველოს მიღება ნატო-ში მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული",-განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა