სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს.

პოლიცია დიასამიძეს სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას ედავება. კერძოდ, დიასამიძე მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე სტიკერებს აკრავდა, რისი შეწყვეტისკენაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს.

„დააკავეს ჩვენი პრესსამსახურის უფროსი, არადა მას იქით დაესხა თავს „ზონდერი“. ამდენი სამართალდამცავია და ერთი არ ამბობს, ვინ არის უფროსი, ვის მოვკითხოთ რამე. იმის მაგივრად, რომ თავდასხმისგან დაეცვათ, პირიქით დააკავეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

აღსანიშნავია, რომ პარტიის წარმომადგენლებს, მხარდამჭერებთან ერთად მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროზე ბოქლომის დაკიდება სურდათ, თუმცა ამის საშუალება „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა არ მისცეს.

მხარეებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. გაერთიანებული ოპოზიცია და საჯარო მოხელეები ერთმანეთს ივანიშვილისა და სააკაშვილის მონებს ეძახდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა