თინა ხიდაშელი - თეა წულუკიანის გამოსვლა იმ ნიშნულიდან ყველაზე უფრო დაბლაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება მლიქვნელობის ციკლში წარმოიდგინოს

თეა წულუკიანის გამოსვლა იმ ნიშნულიდან ყველაზე უფრო დაბლაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს მლიქვნელობის ციკლში. მას სჭირდება პერიოდულად საკუთარი ერთგულების მტკიცება. იქ, ბიძინას ციტირებს, „აი, როგორი ჭკვიანი კაცია“, სუპერ სამარცხვინო, სუპერ სასაცილოა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ზოგადად, მისი პროფესიული უკუსვლის ხარისხი, ტემპი, მასშტაბი, უკვე რაღაც წარმოუდგენელ სიჩქარეზეა. ამ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან საკითხები. მაგალითად, კახა კალაძე, როდესაც ამბობს, რომ გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაძლებელია, რომ ვერ გაბრაზდე, იმიტომ, რომ არ იცის, რაც უთხრეს - იმეორებს. ამიტომ, მისი მხრიდან ნორმალურია ასეთი განცხადება, მაგრამ როდესაც თეა წულუკიანი ამბობს, რომ კოჰაბიტაცია, თურმე, რაღაც პროცესია, რომელსაც ქაღალდზე დაწერ, ამ დღეს ჩართავ და გამორთავ, ეს უბრალოდ, ძალიან სასაცილოა. არ ვიცი, ამ თემაზე კომენტარების კეთება რამდენი წელი შეიძლება. კოჰაბიტაცია ეს არის მოვლენა, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად, მათ შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ სახელმწიფო ასეთია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში სხვადასხვა პარტიები, სხვადასხვა შემადგენლობით და სხვადასხვა ფორმით მოდიან ხელისუფლებაში. მაგალითად, გერმანიაში პრეზიდენტი „სოციალ-დემოკრატია“ და აღმასრულებელი ხელისუფლება ანგელა მერკელის მეთაურობით „ქრისტიან-დემოკრატებისგან“ შედგება,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა