არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მიკერძოებული ინფორმაცია, თითქოს, იტალიაში დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად ვისვენებ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ საღამოს ტელეკომპანიებმა - „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს „უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტი“ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად.

მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი ის დღეს დილიდან „როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს" .

„როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება ვის ვიცნობ და ვის არა, „ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ შესათანხმებელი არც ერთ ჩვენგანს არ აქვს, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენს პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ, სად წავალთ და სად მოვალთ, მაგრამ მე მაინც, დღეს ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხები გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო