მამუკა მდინარაძე - დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს“ - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მაჟორიტარების ბიუროებთან დღეს განვითარებულ პროცესებს.

როგორც მდინარაძე აცხადებს, აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ არევენ ქვეყანას, თუმცა ისინი ქვეყანას ვერ არევენ.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს დაემართათ, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინათ თავად მათ.

„როგორც ჩანს, ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ. მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც შემდეგ გაგრძელება არ აქვს. ნახეთ, ზოგი ოფისიდან კუდამოძუებულები გაუშვეს, ზოგან ღობეს მიახტნენ და ბოქლომები ჩამოკიდეს, ზოგან დარეკეს და გთხოვთ სამსახურებიდან არ გაგვყაროთო რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, იქნებ დაგვაკიდებინოთ ბოქლომებიო, ჩვენს მომხრეებს, მაჟორიტარებს და ხალხს სთხოვენ“, - აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, „ამ გაცვეთილ „კმარელებს“ თავისი სათქმელი ხალხმა უთხრა“.

„ამ მარგინალი „კმარელების“ განუვითარებლობამ მოგვცა დღევანდელი ცუდი სპექტაკლები. არ გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო აქციაზე შეიძლება არის არაერთი გულწრფელი მოქალაქე, ვისაც მართლა სჯერა თავისი აზრის, რომ ხელისუფლება არ მოიქცა კარგად. პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას. ნახეთ, როგორ დაიშალა აქცია, როგორ იმოქმედა პოლიციამ და დღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო, პოლიციას მოუწია ხალხისგან „ნაციონალური მოძრაობის“, ბოკერიას ფრთის დაცვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა