დავით ჭიჭინაძე - ე.წ მეამბოხე დეპუტატები  უფრო დიდი ბოქლომი აღმოჩნდნენ  "ქართული ოცნებისთვის"

ე.წ მეამბოხე დეპუტატები უფრო დიდი ბოქლომი აღმოჩნდნენ "ქართული ოცნებისთვის" და მომავლისთვის, ვიდრე ეს სიმბოლური ბოქლომები. სჯობს, ნუ დასცინიან და სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მედიას განუცხადა, რითაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლშიც პარლამენტის თავმჯდომარემ აქციებს სასაცილო უწოდა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, პროტესტი სასაცილო არასდროს არის, თუ ხელისუფლება შეგნებულად უდგება.

"პროტესტი თავისთავად არ წარმოიქმნება. ეს არის ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე რეაგირება. სიმბოლური დატვირთვა ბოქლომით იქნება თუ გაბერილი ბუშტით, რადგან "ქართული ოცნება" გაბერილი ბუშტივით იფუშება , შეგვიძლია შევცვალოთ და ბოქლომის ნაცვლად ჩაფუშული ბუშტების დავარქვათ, ან კიდევ გამოყენებული ნივთების. დეპუტატები, რომლებიც ე.წ მეამბოხეები აღმოჩნდნენ , ვფიქრობ, უფრო დიდი ბოქლომია "ქართული ოცნებისთვის" და მომავლისთვის, ვიდრე ეს სიმბოლური ბოქლომები. სჯობს, ნუ დასცინიან და სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ ოზურგეთში, მისი მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან გამართულ აქციას და ბოქლომის დადებას სასაცილოს უწოდებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა