თორნიკე დისამიძე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დაკავების დეტალებზე საუბრობს

ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელმა თორნიკე დისამიძემ მცხეთის სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვა. მან მედიასთან დაკავების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომ ამ აბსურდის თეატრის შემდეგ არ შემიქმნეს ისეთი გარემო, რომ დისკოფორტი მეგრძნო შიგნით. რაც შეეხება ჩემს გაყვანასა და დაკავებას, მე და ირმა ნადირაშვილი ვაკრავდით სტიკერებს, ირმა ნადირაშვილს მოქალაქემ წაართვა სტიკერები და შემდეგ მე წამართვა. ვუთხარი დაებრუნებინა და ხელიდან გამოვართვი სტიკერები, შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა და გამათრიეს. მე მივიწევდი პოლიციისკენ, რომ იქაურობას გავერიდებინე და როცა მეგონა, რომ მარიდებნენ, დამაკავეს და მომიყვანეს აქ. ახლა ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს", - განაცხადა თორნიკე დიასამიძემ.

თორნიკე დიასამიძე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო