რომან კაკულია - ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს უქმნის - დაპირისპირება მხოლოდ დიალოგით უნდა დასრულდეს

ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს უქმნის, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპროტესტო აქციებს და მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

რომან კაკულიას თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს ქმნის. ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ალბათ, ყველას უქმნის დისკომფორტს, მაგრამ აქ არის საზოგადოების მეორე მხარე, რომელთანაც პასუხი უნდა გქონდეს. არ ვიცი, ვის რა მოტივაცია აქვს, მაგრამ მე ერთი წამი არ მინდა პარლამენტში ყოფნა, თუ ვხვდები, რომ ზოგადად პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დგება“, - განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ასეთი ტიპის პროტესტზე ყოველთვის სახლში თუ უნდა წავიდნენ, „მაშინ რატომ უნდა ვატაროთ არჩევნები საერთოდ“.

„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რაოდენ მიუღებელი ხალხიც არ უნდა იდგეს ჩვენთვის. დაპირისპირება მხოლოდ დიალოგით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს