მამუკა ხაზარაძე - არასდროს გასულა ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში და არასდროს გავა თავისუფლების ჩახშობა

სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მოძრაობის ახალი წევრების გორის პოლიციასთან წარდგენის გადაწყვეტილება „ლელოს“ ახალი წევრის, 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული გიორგი ბუნტურის მხარდასაჭერად გადაწყდა.

ახალი წევრების თორმეტკაციანი სიის სათავეში მყოფ გიორგი ბუნტურს ადმინისტრაციული წესით ხუთდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და შსს-ს გორის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

„აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ჩვენი თანაგუნდელი, „ლელოს“ წევრი გიორგი ბუნტური იმყოფება ამ იზოლატორში. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გააპროტესტა ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც თავზე გადაგვახიეს მთელ მოსახლეობას, მთელ საქართველოს, ის უნამუსო დაპირება და ის ტყუილი, რომელიც ასე თვალებში მოგვაყარეს, სწორედ ამის საპროტესტოდ გამოვიდა თავის მეგობრებთან ერთად და საბჭოთა სასამართლომ 1984 წლის დადგენილებებით და წესებით გაასამართლა ჩვენი ახალგაზრდები 21-ე საუკუნეში. ეს არის საბჭოთა სასამართლო, საბჭოთა მენტალიტეტი, საბჭოთა აზროვნების ბიძინა ივანიშვილი თავისი საბჭოური მენტალობის მოძრაობით, რომელსაც ე.წ. ოცნება დაარქვა. ეს არ გავა, არასდროს არ გასულა ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, და არასდროს არ გავა თავისუფლების ჩახშობა საქართველოში. ჩვენ აქ ჩამოვედით მხარდასაჭერად და იმ 12 წევრის დასასახელებლად, რომელთა პირველი წევრი არის გიორგი ბუნტური. ჩვენ მას სოლიდარობას ვუცხადებთ, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც უსამართლოდ, ძალიან სამარცხვინოდ დააპატიმრეს.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების მობილიზებას, გავაგრძელებთ პროტესტს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმები პროტესტის და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველოში არ დამყარდება სრული დემოკრატია, სანამ საქართველო არ დაადგება სრულად ევროგანვითარების გზას, სანამ ჩვენ არ შევცვლით ამ უნამუსო ხელისუფლებას და არ გავუშვებთ სახლში იმ მოსამართლეებს და პროკურორებს, რომლებიც ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას, ახლა ემსახურებიან ამ ხელისუფლებას და ასე ხელიდან ხელში, მურუსიძის თამადობით და მსგავსი მოსამართლეებით გადადიან ხელისუფლების მსახურებაში და არა სამართლის და სამართლიანობის მსახურებაში, ჩვენ ამას დავამთავრებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა