სუს-თან მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ,“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიცია აქციის მონაწილეებს ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვს.

აქტივისტების თქმით, სამართალდამცველები მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.

„მოძრაობა „გაბედე“ არის ერთ-ერთი ის ძალა, რომელიც ყველა თავის აქციაში მშვიდობიანია. ბიძინა ივანიშვილს ვერ უშველის ეს ლამაზი შუშის შენობა, თავისი ხელის ბიჭები, როდესაც დაუდგება ჟამი, რომ ქვეყნიდან უნდა გაიქცეს. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, რაც შეეიძლება მოკლე დროში დაფიქრდით და საზოგადოებას გაეცით პასუხი, თუ რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში თვეში ერთხელ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რატომ იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა