სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მოძრაობა „გაბედეს“ წევრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე საპროტესტი აქციაზე, სამართალდამცველებმა მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ოთარ ბექაური დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა მახათაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბექაური სამართალდამცველებმა შეხლა-შემოხლის პროცესში დააკავეს.

სუს-ის შენობის გვერდითა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედე“ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათივე განმარტებით, მათ სურთ კითხვებზე პასუხი მოისმინონ, რატომ აკავებენ სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სუს-ის შენობის შესასვლელის ჩაკეტვის მცდელობას სამართალდამცველებსა და მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მცირე დაპირისპირება მოყვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა