პროკურორის განმარტებით, თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს 24 ნოემბრამდე ვერ წაუყენებდნენ, ხანდაზმულობის გამო ამას ვეღარ შეძლებდნენ

თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 24 ნოემბრამდე ბრალს ვერ წავუყენებდით, შემდეგ ვერასდროს წავუყენებდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა.

როგორც კოტრიკაძე აცხადებს, ხანდაზმულობის ვადა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ეწურებოდა და არა საქმის განხილვას.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ვერ გაგრძელდება. ეს სწორი არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობაზე და არა საქმის განხილვის ხანდაზმულობაზე.

თუ ირაკლი ოქრუაშვილს 24 ნოემბრამდე ვერ წავუყენებდით ბრალს, შემდეგ ვერასდროს წავუყენებდით. შესაბამისად, დევნა დაწყებულია და სასამართლოს განხილვას ხელს არაფერი უშლის.

ოქრუაშვილს ბრალი გავაცანით, ხელს მოაწერს თუ არა, ეს მისი უფლებაა", - განაცხადა კოტრიკაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა