პატრიარქმა პროექტი „ბიბლია განმარტებებით“ დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პროექტი „ ბიბლია განმარტებებით“ დალოცა.

20 ნოემბერს საპატრიარქოში პატრიარქი „ბიბლიის განმარტებების“ სარედაქციო ჯგუფს შეხვდა, ისინი ლოცვას დაესწრნენ და ამის შემდეგ პროექტის ხელმძღვანელმა თამარ მამაცაშვილმა პატრიარქს წიგნები გადასცა საჩუქრად.

პატრიარქმა გამომცელობას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებისთვის.

შეგახსენებთ რომ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ბიბლია განმარტებებით გამოიცემა.

„ბიბლია განმარტებებით“ არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები და სასულიერო პირები მუშაობდნენ.

პროექტის ავტორის, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის თქმით, ბიბლიის განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა ბიბლიის შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, ჩანაწერებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე.

ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორი მოსე წინასწარმეტყველია. „ბიბლიის განმარტებების“ სერიის პირველ ტომში მკითხველი „დაბადებისა“ და „გამოსვლის“ განმარტებებს გაეცნობა.

უკვე გამოცემულია მესამე ტომი, ხოლო მეოთხე ნაწილს საზოგადოება 16 დეკემბერს მიიღებს კვირის პალიტრასთან ერთად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო