გიგლა ბარამიძე არჩილ თალაკვაძეს - თქვენ არ გაქვთ უფლება წარმოადგენდეთ ხელისუფლებას

როდესაც მთელი საზოგადოება შეშფოთებულია, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ისვენებს იტალიაში, კომოს ტბაზე, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

„როდესაც მთელი საზოგადოება შეშფოთებულია, ყველა პოლიტიკური პარტია ერთის გარდა, ქართული საზოგადოება, ახალგაზრდობა, აღშფოთებულია „ქართული ოცნების“ მორიგი თვალთმქაცური აფიორით, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სიგარა პირში გაჩრილი, ისვენებს იტალიაში კომოს ტბაზე. როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს იჭერენ, წუწავენ და არ ვიცი კიდე რა სხვა, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი, თავს უფლებას აძლევს, ესეთი მაგალითი ჩაიდინოს.

თქვენ არ გაქვთ უფლება წარმოადგენდეთ ხელისუფლებას და ადრე თუ გვიან თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა