გურამ ჩალაგაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან მალე გამოვა და თავად აგებინებს პასუხს ივანიშვილს ყველაფრისთვის

ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან მალე გამოვა და თავად აგებინებს პასუხს ივანიშვილს ყველაფრისთვის, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩალაგაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა მოქმედებს.

„ეს არის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა. წლებია უკვე, პატიმრობაში მყოფ ადამიანს ხელახლა პატიმრობას არ უსჯიან, ვინაიდან 9 თვე ითვლება 25 ივნისიდან. ეს არის ივანიშვილის მორიგი მზაკვრული გეგმა და ამაზე მას მოუწევს აუცილებლად პასუხისგება“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს, როგორც ჩალაგაშვილი ამტკიცებს, არასდროს არავის მოუთხოვია ამ საქმეზე ოქრუაშვილის პასუხისგება და არც ოქრუაშვილი ყოფილა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე.

„ბუტა რობაქიძის მხარდამჭერი აქციები როდესაც მიმდინარეობდა არსად, არასდროს, არავის უხსენებია ირაკლი ოქრუაშვილი. სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილი ახსენა მაშინ, როდესაც ირაკლიმ პარტია გააკეთა. 7 წელია კაცი საქართველოში ცხოვრობს და ახლა გაახსენდათ? 7 წლის წინ რატომ არ დაიჭირა ივანიშვილმა? თავდაცვის სამინისტროს ბევრი თანამშრომელი დაადასტურებს, რომ ირაკლი ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს უკვე თავდაცვის მინისტრი იყო და ერთი კვირით ადრე იყო გადასული სამინისტროში. შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო