გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ მან ოქრუაშვილის ადვოკატისგან გაიგო, რომელსაც საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცა.

"როგორც გავარკვიე, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ორი დღის წინ ჩვენება მისცეს. სანაცვლოდ, ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ და თავისუფლებაზე გამოვლენ. ასეთ თავისუფლებას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ჩვენების შინაარსი ასეთია - გამიშვით სახლში და მოვაწერ ხელს, თუკი, დამავალებთ რამეს", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო