მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლების მიერ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან ცივილური გამოსავლის გზები უნდა ვიპოვოთ, რადგან პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდით

ხელისუფლების მიერ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან ცივილური გამოსავლის გზები უნდა ვიპოვოთ, რადგან პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდით, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი არის შეუქცევადი და მოძრაობა „ლელო“ იქნება ამ პროტესტის ნაწილი. მამუკა ხაზარაძემ ასევე განმარტა, რომ პროტესტის ნებისმიერი ფორმა მისაღებია, რომელიც არის კანონის ფარგლებში.

„ჩვენ 21-ე საუკუნეში საბჭოთა სასამართლოში ვარსებობთ და საბჭოთა სასამართლოს წესებით ხდება ახალგაზრდების გასამართლება, რომლებმაც გამოთქვეს პროტესტი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ თავს მოგვახვია და პრაქტიკულად გადაგვახია დაპირებაც კანონიც, ქვეყნის ორიენტაციაც და თავისუფლებაც.

ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია, ეს იწყება პიროვნული თავისუფლებით და ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ იქნება დაკავებული და გასამართლებული. ყველას მინდა ვუთხრა, იმავე პოლიციელებს, რომ აქ არ არის საუბარი ერთი მხარის უფლებებზე, საუბარია ჩვენი ქვეყნის, მათი შვილების და მთლიანად ქვეყნის მომავალზე“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 75% მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს.

„სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლებაში მოკალათებული მინისტრები თუ ჩინოვნიკები ვერ ხვდებიან ამას. მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც იკვებებიან ტენდერებით და შემდეგ ამ ტენდერების რაღაც ნაწილს უკან ურიცხავენ მმართველ პარტიას, ეს პრაქტიკა დამთავრდება. ქვეყნის პროტესტს და ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

მე ვერანაირ პერსპექტივას, ვერანაირ მომავალს „ქართული ოცნების“ მმართველობაში ჩვენს ქვეყანას ვერ ვუწინასწარმეტყველებ და და არც ვისურვებ, რომ ეს ასე გაგრძელდეს, რამეთუ უახლოეს ხანში, როდესაც იქნება არჩევნები, ჩვენ მათ გავისტუმრებთ“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს