რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია, „როსპოტრებნადზორის“ თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „რადიაციული ინციდენტი“ დაფიქსირდა.
”გარემოსდაცვითი გლობალური მონიტორინგის სისტემიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არის გამოსხივების ზრდა რადიაციული ინციდენტის გამო,” - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“.
აშშ-ს ტექნიკური ამბების ვებ-გვერდი Gizmodo აცხადებს, რომ რუსული მონაცემები ყალბია და რეალობას არ შეესაბამება. მისი ინფორმაციით, რადიაციის მონიტორინგის ქსელმა თავდაპირველ მოხსენებაში „უმნიშვნელო“ გამოხსივებაზე ისაუბრა, თუმცა რეგიონის სხვა სააგენტოებმა რადიაციის უსაფრთხო მაჩვენებელი დააფიქსირეს.