გიორგი ტყემალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ შოუს მოწყობის და სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. ბოქლომების დადების აქციების მომსწრეა საზოგადოება, რაც ღიმილისმომგვრელია.

„დღეს დილიდან გარკვეული ე.წ. ბოქლომის დადების აქციები მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ღიმილისმომგვრელია. საკრებულოში, სხდომათა დარბაზში ჩვენს კოლეგას „ნაციონალური მოძრაობიდან“ შოუს მოწყობის და სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მიმდინარე წელს დედაქალაქში ჩვენ საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები და პროექტები განვახორციელეთ და ვახორციელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს განსაზღვრული, რომელსაც დღეს ვიხილავთ. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ასე რომ, ჩვენ სამუშაო რეჟიმს ვაგრძელებთ,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელმა იცრუა პირდაპირ ეთერში, როდესაც განაცხადა, რომ საკრებულოში ადამიანთან გარკვეული ჯგუფი არ შეუშვეს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შოუს და სპექტაკლის დადგმა სურდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა