საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან", ლევან ხაბეიშვილი უსაფუძვლოდ აცხადებდა, რომ მას არ უშვებდნენ საკრებულოში გარკვეულ ჯგუფთან შეხვედრაზე, ამას ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ტყემალაძე იტყუებოდა, რადგან იმ 25 წევრიდან, ვინც ხაბეიშვილს უნდა შეხვედროდა, ერთი წევრი არ შემოუშვეს.

„პირდაპირ ეთერში, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს საკრებულოს შენობაში არ ეძლევა საშუალება შემოსვლის გარკვეული ადამიანების ჯგუფს. მე მინდა გითხრათ, ჩვენ ნამდვილად მივიღეთ წერილი ლევან ხაბეიშვილის, რის მიხედვითაც ის ითხოვდა 25 ადამიანთან ერთად სამუშაო შეხვედრის გამართვას და გვთხოვა აპარატს უზრუნველგვეყო შეუფერხებლად ეს შეხვედრა და არა საკრებულოს სხდომაზე დასწრების. ჩვენ დაუყოვნებლივ უზრუნველვყავით, გამოვყავით სამუშაო ოთახი, რომ მათ ამგვარი შეხვედრისთვის ხელი არ შეშლოდათ, თუმცა არც ერთი ადამიანი იმ სამუშაო ოთახში არ იმყოფებოდა. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ გარკვეული შოუ დაედგათ ამ ადამიანებს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილიდან გადმოსძახა, რომ ის იტყუებოდა, რადგან იმ ადამიანებიდან ერთი ადამიანს არ აძლევდნენ საკრებულოში შემოშვების უფლებას.

„ბატონო გიორგი, თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ ეთერში იტყუებით. ერთი ადამიანი არ შემოუშვით", - აღნიშნა ხაბეიშვილმა, რასაც დარბაზში შეძახილები მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა