„ქართული ოცნების“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” წევრი ტიტე გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” წევრი ტიტე გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მიზეზი სამართალდარღვევის არარსებობა იყო და აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მიიღო.

როგორც ტიტე გედენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, „დაკავებისას პოლიციელების ქმედებები იყო ამაზრზენი.”

„არანაირი განმარტება და მოწოდება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან, თუ რატომ მაკავებდნენ, ძალის გამოყენებით ამიყვანეს ხელში და ჩამტენეს მანქანაში.

მე მქონდა სპეციალური საშუალება, რითაც წარწერის წაშლას ვაპირებდი, რაც არ დამაცადეს. არანაირი განმარტება არ იყო, თუ რატომ მაკავებდნენ”,- განაცხადა გედენიძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა