საკრებულოში კვლავ ხმაურია

საკრებულოში კვლავ ხმაურია. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, საკრებულოს მესამე სართულიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული მათი თანაგუნდელის, საკრებულოს წევრის, ირაკლი ნადირაძის მხარდასაჭერად ბანერი გამოფინეს, სახელწოდებით „თავისუფლება ირაკლი ნადირაძეს“ და ეს პლაკატი თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სულიკო კედელაშვილმა დახია.

„სულიკო კედელაშვილმა დაუხია ლილე ლიპარტელიანს ეს პლაკატი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლილე ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პლაკატის დახევის დროს ხელი დაუზიანდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა