ირაკლი ზარქუა - იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მიმართა და განაცხადა, რომ ის დანაშაულები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, აღარ განმეორდება.

„დღეს ლევან ხაბეიშვილს შოუების დადგმაში გოკა გაბაშვილიც აჰყვა. ბატონო გოკა, თქვენ რეალურად პირნათელი რომ იყოთ, თავად დიდი ხნის წინ დაადებდით „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოქლომს, რათა არასოდეს განმეორდეს ამ ქვეყანაში ის, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი აკეთებდით: დაკავებები პოლიტიკური ნიშნით, ბიზნესის მიტაცება, ტერორი და სხვა უამრავი უმსგავსობა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს თბილისისთვის მნიშვნელეოვანი დღეა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ განვიხილოთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც 400 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს, თითქოსდა ჩვენ მათ საკრებულოს სხდომაზე არ ვუშვებთ,” - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციის აქტივისტ ახალგაზრდებსაც მიმართა და მოუწოდა, არ აყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ინტერესების გატარებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა