საკრებულოს სხდომაზე ვატო შაქარიშვილი, ოთარ გრიგოლია და ერეკლე კუხიანიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საკრებულოს სხდომაზე, დამოუკიდებელი წევრის, ვატო შაქარიშვილის გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მასსა და ოთარ გრიგოლიასა და ერეკლე კუხიანიძეს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვატო შაქარიშვილის მისამართით ოთარ გრიგოლიამ გარკვეული რეპლიკა გააჟღერა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილმა მას ბეიჯი მოუღერა.

ოთარ გრიგოლიას ერეკლე კუხიანიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილმა დარბაზში მას დეპუტატების მაგიდებთან, ცოცხი მოუღერა.

"ჩვენ რასაც ვუყურებთ, არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. "ქართული ოცნება" სამწუხაროდ გადაიქცა პარაზიტ პოლიტიკურ ორგანიზმად და ორგანიზაციად, რომელიც ცოცხლობს და იკვებება მორალურად გახრწნილი "ნაციონალური მოძრაობით". ეს რეალობა გვაქვს. რეალურად, კრიზისებს თავად ქმნის ხელისუფლება იმ უნიჭო და შეურაცხმყოფელი სცენარებით, რაც გაითამაშეს საქართველოს პარლამენტში. ეს კრიზისები საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ამ კრიზისებში ერთადერთ მაშველ რგოლად ესახება სწორედ ეს მორალურად გახრწნილი, დისკრედიტირებული ძალა, რომელიც არის "ნაციონალურო მოძრაობა" მისი დანაყოფებით თუ დანამატებით. "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" უკვე დიდი ხანია, აღარ აქვთ ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა შაქარიშვილმა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მას მიმართა: "კორექტულად, მართლა ამ ყველაფერს საზღვარი აქვს", - აღნიშნა ტყემალაძემ, რაზეც შაქარიშვილმა უპასუხა: "ამ ყველაფერს მართლაც აქვს საზღვარი. დიდი ხანია ამ პოლიტიკურ ველზე არ შეიძლება თქვენი დატოვება. მე ამ მარაზმს ვერ ვიყურებ და ახლა დაგტოვებთ მარტო", - აღნიშნა შაქარიშვილმა და სხდომათა დარბაზიდან გასვლა დააპირა.

სწორედ ამ დროს ოთარ გრიგოლიამ მისი მისამართით რეპლიკა ისროლა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს