აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმი ან პლებისციტი პრევენციას გაუკეთებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის გაღრმავებას

ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ რეფერენდუმის, ან პლებისციტის შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. აკაკი ზოიძის თქმით, მას სწამს, რომ რეფერენდუმი ან პლებისციტი პრევენციას გაუკეთებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას და ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს".

"მოვისმინე რა უმრავლესობის ლიდერის მორიგი, საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ ამავდროულად, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით აუცილებლად გააღრმავებს არამხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას და ამით უარყოფითად იმოქმედებს არამარტო პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, დევალვირებული ლარის, ეკონომიკის განვითარების შეფერხების და უიმედობის შეგრძნების გაღვივებას, რაც არის ყველაზე ცუდი, გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ ზომები მიიღონ უმოკლეს დროში, უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ღრმად მწამს,რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას, არ შესძენს მას შეუქცევად ხასიათს და რეალურად ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს.

მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა "ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის 2020 წელსვე, რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოუყენონ საზოგადოებასთან სამუშაოდ ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის. ხალხი ბრძენია, საზოგადოება საკმარისად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ პოლიტიკური დემაგოგიისგან ჭეშმარიტების მარცვალი გამოარჩიოს, თუ რატომ არის პროპორციული სისტემა ამ სიტუაციაში ყველაზე უფრო კარგი გამოსავალი, რომელიც უფრო მეტი მოქალაქის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, ის გააფერადებდა შავ-თეთრ პოლიტიკურ სპექტრს და რაც მთავარია, დასაბამს დაუდებდა საზოგადოებაში თანხმობას და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიღწევას",-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა