კამპანია სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში,  რიგით მეექვსე თემატური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა პროპორციული არჩევნები იყო

კამპანია სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში, რიგით მეექვსე თემატური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა პროპორციული არჩევნები იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, საუბრისას იმ კომპონენტებს გაუსვა ხაზი, რის გამოც საქართველოში 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება მნიშვნელოვანია.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კორუმპირებული სისტემისა და ძალაუფლების უზურპაციის დასამარცხებლად, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაფუძნება აუცილებელი ფაქტორია.

„იმისთვის, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყოს ხალხთან, იმისთვის რომ გაჭირვება დავამარცხოთ და კორუმპირებული სისტემა მოვიშოროთ, იმისთვის რომ ძალაუფლების უზურპაცია ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ქვეყანაში, საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამისთვის, ამის კონკრეტული მტკიცებულებები ციფრებითა და ფაქტებით წარვადგინეთ. მილიონი ადამიანი რატომ ეძებს სამსახურს? იმიტომ რომ გვაქვს არასწორი საარჩევნო სისტემა, რომლითაც ჩვენ, სამწუხაროდ გვანადგურებენ. გამოკითხვებმა ცხადყო ის რეალობა, რაც ქვეყანაში გვაქვს. საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა არც კი იცის ვინ არის მისი უბნის მაჟორიტარი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაჟორიტარები არ უსმენენ მოსახლეობას ისინი მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირებს უსმენენ. მათთვის ქვეყნის მოსახლეობა არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავამარცხოთ ეს მაჟორიტარული სისტემა, რათა ამ ადამიანებმა მხოლოდ სკამებზე არ იფიქრონ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები რადგან ამ სისტემის გარეშე, ჩვენ ვერც ერთი მიმართულების განვითარებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა