აუდიტის სამსახური გორის მერიის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ჩატარებული ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების რისკზე მიუთითებს

აუდიტის სამსახური გორის მერიის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ჩატარებული ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების რისკზე მიუთითებს. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტმა 33, ჯამში 18,785.2 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის.

ანგარიშის მიხედვით, სატენდერო პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამო, ტენდერები ტარდებოდა ერთიდაიგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

"არსებობს რისკი იმისა, მერიამ სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ შესაძლოა სატენდერო პირობები მორგებული ყოფილიყო კონკრეტული მიმწოდებლების ინტერესებს. შედეგად მერიამ დაკარგა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა", - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის