აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი მაინც ვერ აშენდა

გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი მაინც ვერ აშენდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, ორ შემთხვევაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხო და დაუსრულებელია.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზარალის ასანაზღაურებლად. კერძოდ, აუდიტის ანგარიშის თანახმად, საუბარია სადგურის დასახლების საბავშვო ბაღზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უხარისხოდ და გრაფიკის დარღვევით აშენებდა. კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა ორჯერ, ჯამში 102 დღით გადაეწია, თუმცა მაინც ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება. კომპანიას გორის მერიამ ხელშეკრულება გასულ წელს შეუწყვიტა.

"მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის პროცესში, სავარაუდოდ, არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტის განხორციელება და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო თანხა - 91.0 ათასი ლარი, დახარჯულია არაეფექტიანად",-აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა