მამუკა მდინარაძის განცხადებით, აკაკი ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

მისივე განცხადებით, ახლა ის საბოლოო პასუხს ვერ გააჟღერებს, თუმცა „მიდგომა-მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი“.

„საბოლოო პასუხს გადაჭრით ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გაგცემთ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ. ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია, რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, არსებობს დროის საკითხიც ასევე განხილვას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამიტომ უკაცრავად, მედიასთან და საზოგადოებასთან, დღეს, აკაკი ზოიძის განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ საბოლოო პასუხს ვერ გავახმოვანებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. მიდგომა - მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე „ქართულ ოცნებას“ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ინიციატივა არ იქნება მიღებული, ზოიძე პარლამენტის და პოლიტიკის დატოვებასაც არ გამორიცხავს.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის