ბოლივიის ექს-პრეზიდენტს ტერორიზმსა და ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებენ

ბოლივიის დროებითი მთავრობა ყოფილ პრეზიდენტ ევო მორალესს ტერორიზმსა და ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრმა არტურო მურილიომ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი აუდიო ჩანაწერებს ეფუძნება.

მისივე თქმით, მორალესმა გზების ჩაკეტვის ორგანიზება განახორციელა, რითაც ქალაქებში საკვების შეტანა შეფერხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ბრალდების მხარე ყოფილი პრეზიდენტის წინაღმდეგ აღნიშნული ბრალდებებით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ვადას მოითხოვს.

ბრალდებებს ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უპასუხა და აღნიშნა, რომ დროებით მთავრობას ურჩევნია, აქციის მონაწილეების გარდაცვალების შემთხვევები გამოიძიოს.

შეგახსენებთ, საპროტესტო გამოსვლები ბოლივიაში ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებსა და საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა გაიმარჯვა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. მორალესმა, რომელსაც გადადგომისკენ ქვეყნის არმიამაც მოუწოდა, ქვეყანა დატოვა და თავშესაფარი მექსიკაში მიიღო. მისი გადადგომის შემდეგ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. მორალესის მხარდამჭერები მის გადადგომას და დროებით პრეზიდენტის პოსტზე ჯენინ ანეზის დანიშვნას აპროტესტებენ. „როიტერსის“ ინფორმაციით, მორალესის გადადგომიდან დღემდე საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 29 ადამიანია გარდაცვლილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა