გერმანიის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ქალსა და მის სამ შვილს სირიიდან გერმანიაში დააბრუნებს

გერმანიის ხელისუფლება ქალს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით სირიის ერთ-ერთ ბანაკში სამ შვილთან ერთად იმყოფება, გერმანიაში დააბრუნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემა ჟურნალ Spiegel-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ 30 წლის ლაურა ჰ.-მ, რომელიც წარმოშობით ცენტრალური გერმანიიდანაა, 2016 წელს საკუთარი ქვეყანა დატოვა და ჯიჰადისტებს შეუერთდა. ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქურთების მიერ კონტროლირებად პატიმართა ბანაკში იმყოფება. ისინი გერმანიაში ერაყის გავლით რამდენიმე დღეში ჩავლენ.

გერმანიის სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს გამოძიება ლაურა ჰ.-ს წინააღმდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო წევრობისა და ბავშვის მიმართ მოვალეობების არშესრულების საქმეებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილ ქალებს გერმანიაში დაკავება და სასამართლოს წინაშე წარდგენა ემუქრებათ, მაგრამ სისხლის სამართებრივი დევნა შეზღუდულია იმ ეჭვმიტანილების მიმართ, რომლებიც საკუთარი სურვილით დაბრუნდნენ, ან სხვა ქვეყნის მიერ იყვნენ ექსტრადირებულები. ლაურა ჰ.-ს შემთხვევა იქნება პირველი, როდესაც გერმანია თავად განახორციელებს რეპატრირებას.

გერმანიის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 80-მდე გერმანელი წევრია დატყვევებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა