მეუფე გრიგოლი - მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ხალხი დღევანდელ დღეს  - ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყველასთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ დიდ განსაცდელებს, მაგრამ წინ კიდევ მაინც მძიმე გზა გველოდება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურება აღასრულა და იქადაგა.

„მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დღევანდელ დღეს. ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყველასთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის და იმდენად რთულია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდას ვაბარებთ. საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის შემდგარი, როგორც სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ჩვენ ვართ შემდგარი როგორც თავისუფალი მოქალაქეები.

რამდენჯერ გვითქვამს, რომ აი, ჩვენს ცნობიერებას მემკვიდრეობით მოყვება ძველი კაცი. სამწუხაროდ, ზოგს არ ესმის ეს, ძველი კაცის სინდრომი რაში მდგომარეობს. მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თვით ქრისტიანობაში მოსულები ჯერ კიდევ იმ კატეგორიებით ვმსჯელობთ, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში დამკვიდრდა ათეიზმის ხანაში და ისე შევითვისეთ ის ცნობიერება, ისე შევიძინეთ ის უნარები და მეთოდები, რომლითაც საზოგადოებრივი ურთიერთობები მიმდინარეობდა, თუ მთელი რიგი სხვა საკითხები ხორციელდებოდა, რომ დღესაც ვერ ვართ გათავისუფლებულები. ეკლესიაში ხარ, ხელისუფლებაში თუ მოქალაქე ხარ, უნებლიედ სწორედ იმ უნარებით ხელმძღვანელობ და მოქმედებ, აზროვნებაშია თუ დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაშია, როგორიც მაშინ შეიძინე. თუ ჩვენ, გარდა ჩვენი სარწმუნოებისა, გარდა ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა დიდი ყურადღება არ დავუთმეთ ჩვენში აზროვნების განვითარებას, თუ არ ვისწავლეთ ანალიზი პირველ რიგში საკუთარი ქმედებებისა და შემდგომ უკვე ჩვენს ირგვლივ მიმდინარე საზოგადო მოვლენებისა, კიდევ უფრო გაგვირთულდება ეს გზა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ დიდ განსაცდელებს, მაგრამ წინ კიდევ მაინც მძიმე გზა გველოდება, კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდება და მოდით ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ამ გზას და ამ ცხოვრებას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა