სალომე ზურაბიშვილი - საქართველო განსაკუთრებულად აფასებს საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საფრანგეთის ეროვნულ სამხედრო-საპატრულო ხომალდს, „კომანდან ბიროს“ ეწვია, რომელიც ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხომალდი დაათვალიერა და საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„,ბათუმში საფრანგეთის ხომალდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რა დანიშნულებას იღებს შავი ზღვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ბათუმში შემოდიან ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდები, მათ შორის თურქული, იტალიური, ჰოლანდიური და ამერიკული. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე არიან განლაგებულნი, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გლობალური საკითხი ნატოში ერთ-ერთი პრიორიტეტია“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და ამის ერთ-ერთი ნიშანი კი ამ წლის დასაწყისში საფრანგეთში მისი ვიზიტი იყო.

„ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სრულყოფილია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ყველა მიმართულებით. საფრანგეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი გამოწვევაა. დღეს მთელი სახელმწიფო ზრუნავს, ჩვენი ექიმის გათავისუფლებისა და სახლში დაბრუნებისათვის და ეს უნდა აღვნიშნო. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები საფრანგეთთან მხოლოდ პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროებში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები გვაქვს. კულტურული მიმართულებით საფრანგეთი ჩვენი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი მთავარი და ბუნებრივი პარტნიორია. აღარ ვახსენებ ღვინოს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია. ვისურვებ, რომ ჩვენი ურთიერთობები ასე გაგრძელდეს და გაძლიერდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა