მაია ცქიტიშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, მათ შორის ეკონომიკურ, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. ასევე, აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის კუთხით არსებული შესაძლებლობები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის კონტაქტების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობა განიხილეს. შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ისე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს