რომში, ფლორენციის სასახლეში, დათო მაღრაძის ლექსების წიგნს “ უსადაუროს” დანტე ალიგიერის საზოგადოებამ უმასპინძლა

რომში, ფლორენციის სასახლეში დათო მაღრაძის ლექსების წიგნს “ უსადაუროს” დანტე ალიგიერის საზოგადოებამ უმასპინძლა. საზოგადოებას მიმართეს დანტეს საზოგადოების პრეზიდენტმა ალესანდრო მასიმ, წიგნის გამომცემელმა ჯუზეპე ალეტიმ, საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონმა, წიგნის მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ.

დათო მაღრაძემ და იტალიური თეატრისა და კინოს ცნობილმა მსახიობმა ვალენტინა კიკომ პოეზიის მოყვარულებს ორენოვანი პერფორმანსი შესთავაზა.

ალესანდრო მასიმ დანტეს ოქროს მედლით დააჯილდოვა დათო მაღრაძე, “უსადაუროს” თარგმნისთვის ნუნუ გელაძე და “ უსადაუროს” სამშობლოს პატივისცემის ნიშნად საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე სურგულაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს